რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს იმ ქვეყნების სიის შედგენა დაავალა, რომლებიც რუსეთთან "არამეგობრულად იქცევიან".
პუტინის განკარგულების თანახმად, რუსულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს დროებით მიეცათ უფლება კრედიტორებს, რომლებიც "არამეგობრული ქვეყნების" სიიდან იქნებიან, ვალი რუბლში გადაუხადონ.
გარდა ამისა, მან მთავრობას 2-დღიანი ვადა მისცა, რათა ხსენებული სია შეადგინონ. დადგენილებაში წერია, რომ სიაში შევლენ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მისამართით "არამეგობრულ ნაბიჯებს" დგამენ.